ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 23 %-ით გაუფასურდა, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიაწოდა. მინისტრის თქმით, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებლით გაუფასურდა ასევე თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი.
”გაცილებით უფრო მაღალი გაუფასურება დაფიქსირდა რუსეთსა და უკრაინაში, ცნობილი მოვლენების გამო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანწილად ეს დევალვაცია გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეების განმავლობაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.