ვიდრე მსოფლიო Apple Watch-ზე საუბრობს, დიზაინერები მომავალი თაობის iPhone-ს დიზაინზე ინტენსიურად მუშაობენ. სტუდია SET Solution-ის თანამშრომლოებმა საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინეს, თუ როგორი უნდა იყოს iPhone მომავალში. როგორც მაკეტიდან ჩანს მომავალი iPhone-ს კორპუსი მთლიანად მინის იქნება. ეს დიზაინერების ფანტაცია არ არის, რადგანაც ცნობილია, რომ Apple-ი ინტენსიურად მუშაობს გამჭირვალე მოწყობილობების შექმნაზე, რომლის კორპუსიც მინის მსგავსი გამჭირვალე მასალისგან იქნება დამზადებული. დიზაინერების შექმნილი გამჭირვალე iPhone-ს კორპუსი 3 მმ-ი სისქისაა, ხოლო ეკრანის დიამეტრი კი 5 დიუმს შეადგენს. გასაგებია, რომ გამჭირვალე სმარტფონის გამოსვლა მიმდინარე შემოდგომისთვის არც იგეგმება და ვერც მოესწრება, თუმცა ანალიტიკოსთან გათვლებით iPhone 7 აუცილებლად გამჭირვალე იქნება.