ბიუჯეტის პროექტი შემცირებული ხარჯებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს გარკვეული მონახაზი უკვე აქვს. თუმცა დაელოდება კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და კვირის დასაწყისში გარკვეულ სურათს წარადგენს.
,, ორშაბათს ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია სამინისტროების და იმ სიპების შესახებ რომელიც სამინისტროების კონტროლის ქვეშ არ არიან და ჩვენ დავიწებთ უკვე ამ მასალების დამუშავებას. ფინანსთა სამინისტროს გარკვეული მონახაზი უკვე აქვს, მაგრამ ჩვენი კოლეგებისგან მოწოდებულ ინფორმაციას მაინც დაველოდებით და ალბათ, მომავალი კვირის დასაწყისში, ჩვენ უკვე გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ“_განაცხადა ხადურმა.