მთავრობის ეკონომიკური გუნდს დღეს მოუსმენენ. პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც დაესწრება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. დეპუტატებს ეკონომიკური გუნდის მიმართ კითხვები ხელისუფლების სამოქმედო გეგმებთან და ლარის კურსთან დაკავშირებით აქვთ.