11 მარტიდან PSP-ში ათეულობით ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასები კვლავ გაიფდა. დღეიდან PSP სააფთიაქო ქსელში ონკოლოგიურ, ანტიალერგიულ, ჰორმონალურ, კუჭ-ნაწლავის, სისხლის მიმოქცევის სამკურნალო და სხვა ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 32%-ით შემცირდა. ფასდაკლებულ პრეპარატებს შორის მოხვდნენ ბეტასერკი, ლამიზილი, ცერუკალი, პლავიქსი, ნეოპრაზოლი და სხვა მედიკამენტები.
„ეს უკვე ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასების შემცირების მესამე ტალღაა. ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს მომწოდებლებთან და მიუხედავად იმისა, რომ დოლარისა და ევროს კურსი მკვეთრად იცვლება, ჩვენ მაინც ვამცირებთ ათეულობით მედიკამენტზე ფასებს“, - აცხადებენ PSP-ში.
ამას გარდა PSP-ში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს და მომხმარებლებს საშუალება აქვთ სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ PSP-ს სრულ ასორტიმენტზე.