თიბისი ბანკის ბიზნესის მხარაჭერის პროგრამა დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტს სთავაზობს.
„თიბისი ბიზნესაკადემია“ყველასათვის ხელმისაწვდომი, უფასო აპლიკაციაა, რომელიც ბიზნესის საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს საშუალებას მისცემს საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა ვირტუალურ რეჟიმში შეიძინონდა ბიზნესის მართვის მოწმობა მოიპოვონ. ბიზნეს აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ მსმენელებს ვირტუალურ სამყაროში, ვებ-აპლიკაციის მეშვეობითშესაძლებლობა ექნებათ:
- მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ;
- ისწავლონ ბიზნეს გეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად;
- სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ ელექტრონული სერთიფიკატები და მედლები.
“ბიზნესის ხელშეწყობა თიბისი ბანკის ერთერთი პრიორიტეტია. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ახალი პროექტი, თიბისი ბიზნესაკადემია. დარწმუნებული ვარ, ამ აპლიკაციის მეშვეობით დამწყები თუ მოქმედი ბიზნესმენები ბევრ სასარგებლო ცოდნას მიიღებენ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნეს-სექტორის და მთლიანად ქართული ეკონომიკის გაძლიერების საქმეში“- აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
თიბისიბიზნესაკადემია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.tbcbusiness.ge
აკადემიაში ჩარიცხვა შესაძლებელია Facebook-ის ან ელფოსტის მეშვეობით.
აიღეთ ბიზნესის მართვის მოწმობა და გაიუმჯობესეთ ბიზნესის მართვის უნარები!
დასარეგისტრირებლად ეწვიეთhttp://bit.ly/1KL2ZWR