ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის აცხადებს, რომ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" თანხის გადახდის დაკისრებას არანაირ კავშირში არ არის ჩეხეთის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან.
,, ეს არის ჩვეულებრივი საგადასახადო დავა. საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა შეამოწმეს კომპანია. მას დაერიცხა გარკვეული თანხა. კომპანია ნაწილს დაეთანხმა, ხოლო ნაწილზე კი დავა დაიწყო. დავის პროცესი მიმდინარეობს. გასული კვირის ხუთშაბათსერთ-ერთი დავა იყო, რომელსაც პირადად მეც ვესწრებოდი. ჩვენ ვთხოვეთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რაღაც ნაწილში დავაკმაყოფილეთ კომპანიის მოთხვნები, რადგან ჩავთვალეთ, რომ სამართლიანი იყო. რაღაც ნაწილში კი არ დავეთანხმეთ. არის მესამე ნაწილი, რომელზეც კომპანიას ვთხოვეთ, რომ დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინოს იმისა, რომ ეს თანხები მის საქმიანობას მოხმარდა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ეს იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიამ გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში ინვესტირება", - განაცხადა ხადურმა.