2014 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 73.7% რუსეთზე მოდის. როგორც Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის კვლევაშია აღნიშნული, 2014 წელს ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის მოცულობა (იმპორტი + ტრანზიტი) 793.3 მლნ. კვტ/სთ შეადგენა, რომლის 73.7% რუსეთზე (საიდანაც 71.4% პირდაპირი იმპორტია, ხოლო 2.3% ტრანზიტი), 21.6% აზერბაიჯანზე, ხოლო 4.5% სომხეთზე (ტრანზიტი) მოდის.
PMCG-ის ინფორმაციით, 2014 წელს გაიზარდა იმპორტი როგორც რუსეთიდან (36.4%), ასევე აზერბაიჯანიდან (7 ჯერ).
”2014 წლის საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით, ენერგეტიკის დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება გაზრდილია (5.2%; 36.7 მლნ.ლარი) 2013 წელთან შედარებით და 736.5 მლნ.ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლის წილი მშპ-ს მიმართ კვლავ 3%-ია”, - აღნიშნულია PMCG-ის ანგარიშში.