მიუხედავად, უარყოფითი ენერგობალანსისა, საქართველომ 2014 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიორიც განახორციელა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა 545 მლნ.კვტ/სათ შეადგინა. საიდანაც ექპორტის 26.5% რუსეთზე, 23.3% სომხეთზე, 1.3% აზერბაიჯანზე და 48.9% თურქეთზე მოდის. მათ შორის 9.7% ტრანზიტული ექსპორტია.
Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებულია ექსპორტი რუსეთში (-56.8%), თუმცა გაზრდილია სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, საიდანაც 236.5 მლნ.კვტ/სთ პირდაპირი ექსპორტია, ხოლო 58.5 მლნ.კვტ/სთ რეექსპორტი, ტრანზიტი თურქეთში).