საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 10 მარტს 19:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ისრაელში მოღვაწე ერთ-ერთი წამყვანი სატარტ-აპ კომპანიების ინვესტორი, გიგი ლევი ვაისი, გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „მენეჯმენტი დაჩქარებულ მსოფლიოში“.
გიგი ლევი ვაისი არის ისრაელში მოღვაწე ერთ-ერთი წამყვანი მენტორი და სტარტ-აპ კომპანიების ინვესტორი. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში რამდენიმე წარმატებული კომპანიის მფლობელია. ლევის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულება მაღალი პოტენციალის სტარტაპების ძიება და მათში ინვესტირებაა.
დარეგისტრირებულ პირებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ გიგი ლევის უდიდესი გამოცდილება ინოვაციური ბიზნესის დაფუძნებასა და განვითარების კუთხით, მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიულ დისკუსიაში.