ლონდონში. ლუქს კლასის უდიდესი სასტუმრო JW Marriott Grosvenor House Hotel-ი იყიდება. სასტუმროსთან დაკავშირებით ბოლო გარიგება 2010 წელს გაფორმდა და მაშინ ეს გარიგება ლონდონის სასტუმროების ისტორიაში ყველაზე მსხვილად შეფასდა.
სასტუმრო 1929 წელსაა აშენებული და ის მთლიანობაში 56,7 ათას კვ/მ-ს მოიცავს და განთავსებულია Park Lane-ზე. სასტუმრო თავის დროზე Grosvenor House-ის ადგილას აშენდა, რომელიც ვესტმინსტერის ჰერცოგს ეკუთვნოდა.
2008 წლიდან JW Marriott Grosvenor House Hotel-ში 135 მლნ ფუნტი სტერლინგის ინვესტიციაა განხორციელებული.