ჩინური სასტუმრო კონცერნი Jin Jiang International-ი ბრენდ Louvre Hotels-ის მფლობელი გახდა. Jin Jiang International-მა Louvre Hotels-ი Starwood Capital-გან 1,3 მლრდ ევროდ იყიდა.
აღსანიშნავია, რომ Louvre Hotels-ი ევროპის მასშტაბით სიდიდით მერეა. მისი ქსელი მსოფლიოს 40 ქვეყანაში 1100 სასტუმროს ფლობს.
სამომავლოდ Louvre Hotels-ის ბრენდით სასტუმროების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ Shanghai Jin Jiang International Hotels Development -ის უკვე აქვს 1215 სასტუმროს მართვის გამოცდილება.