27 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Ryanair -ი ბერლინის შონენფელდის აეროპორტში საკუთარ ბაზას გახსნის. კომპანიის ინფორმაციით, ბაზის გახსნის შემდეგ ის გერმანიის დედაქალაქიდან დამატებით 16 ახალ მარშრუტსაც დაამატებს და ახალი გეგმის მიხედვით Ryanair-ი ბერლინიდან სულ 22 მიმართულებით იფრენს და კვირაში 191 რეისს შეასრულებს.
უკვე ცნობილია ახალი მიმართულებებიც: ალიკანტე, ათენი, ბარსელონა, ბარი, ბოლონია, ბრატისლავა, ბრიუსელი, გლაზგო, მადრიდი, მალაგა, პალერმო, პალმა, რიგა, რომი, ვენეცია და ვალენსია.
Ryanair-ში აცხადებენ, რომ ახალი ბაზისათვის და დამატებითი რეისების ასამოქმედებლად მენეჯმენტი 500 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და წელიწადში 2,6 მლნ მგზავრს მოემსახურება.