რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები დიდი ბრიტანეთისგან ინვესტორის ვიზებს უფრო აქტიურად ითხოვენ.
ბტიტანულმა იურიდიულმა კომპანია Fragomen LLP-მა რომელიც იმიგრაციის საკითხებზეა ორიენტირებული, 2014 წლის მეორე კვარტალში Tier 1-ზე რუსეთის მოქალაქეებისაგან 73 მიმართვა დააფიქსირა. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ანალოგიური მიმართვა 37 იყო.
Home Office-ს მონაცემებით კი 2014 წლის 9 თვეში ინვესტორის ვიზა რუსეთის 162 მოქალაქემ მიიღო. 2013 წლის 9 თვეში კი ეს მაჩვენებელი 96 ვიზას აღწევდა.
FT-ი წერს, რომ ნავთობის ფასის შემცირება, დასავლეთის სანქციებმა, უკრაინის მოვლენებმა და ასევე რუბლის გაუფასურებამ, რუსეთის ეკონომიკა შეასუსტა და ინვესტორებს კაპიტალის გატანისკენ უბიძგა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის ინვესტორის ვიზა პოპულარულობით სარგებლობს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მოქალაქეებში, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად დიდმა ბრიტანეთმა ანალოგიური ვიზის გაცემა გაამკაცრა.