პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დანაპირების შესრულებისკენ და სავალუტო სტაბილიზაციის გეგის წარდგენისკენ მოუწოდებს
,,მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკის გუნდის წარმომადგენლებს, ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე მიუხედავად ჩვენი მოწვევისა არ იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ 5 მარტამდე წამოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება წარმოდგენილი იქნეს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა”, _განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა წარმოდგენილი არ იქნება პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.