14-15 მაისს თბილისში დაგეგმილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მთავარი თემა „ინვესტიციები ცვლილებებისთვის“ იქნება. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიზნესფორუმზე განხილული იქნება იმ რეგიონის კომპანიების გამოცდილება, რომლებშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიკაპიტალდაბანდებებს ახორციელებს და ცვლილებებს განაპირობებს. საუბარი იქნება ასევე ამ ცვლილებების განხორციელების გზებზე. აქცენტები გაკეთდება ამ ცვლილებების პრაქტიკულ ეფექტზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ინსტიტუციონალური მოწყობა.
წლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმზე 2015 წელს განხილული იქნება ქვეყნებში გრძელვადიან ზრდაზე ორიენტირებული ახალი სტრუქტურების, ფორმატებისა და სისტემების შემუშავების მეთოდები. ფულად გამოსახულებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა ყოველწლიურად 8.5 მილიარდ ევროს უტოლდება და ამდენად ის ინვესტორის რანგში ლიდერობს მის 30 სამოქმედო ქვეყანაში.
”წლიური შეხვედრა ასევე იძლევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთგადაწყვეტილების მიმღებ პირველ პირებთან, ექსპერტებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობას. ყველა თემატური დისკუსია ღია იქნება აკრედიტებული პრესისთვის. ამასთანავე, რამდენიმე ღონისძიება პრესისთვის გაიმართება. მათ შორისაა: უახლესი ეკონომიკური პროგნოზების პრეზენტაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის დასკვნითი პრეს-კონფერენცია და ბრიფინგები ქვეყნების მიხედვით”, - განმარტებულია ევრობანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.