მთავრობამ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ახალი ნორმები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება.
”ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს გახლავთ ის რაც ყოველთვის აწუხებდა მომხმარებელს. რათა ყველამ იცოდეს რას ყიდულობს. ის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა რძის რეგლამენტთან დაკავშირებით რომელშიც თავის მხრივ აღწერილია ყველა პროცედურა, ეტიკეტირების წესი. ეს ნორმები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება და გვეცოდინება რას ვყიდულობთ, როგორ ვყიდულობთ. თუ პროდუქტის არის დამზადებული რძის ნაწარმისგან მას აღნიშნული წესების გათვალისწინებით შეეძლება დააწეროს, რომ პროდუქცია არის რძის, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში მათ ამის უფლება არ ექნებათ. მათ შორის მნიშვნელოვანია მცენარეული ცხიმის შემცველობები, რომელზეც კონტროლი დაწესდება”, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.