ფინანსთა მინისტრი, მომსახურების სააგენტოს მიერ 4,7 მლნ ლარის ოდენობის ღირებულების ავტომობილების შეძენის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამ მანქანებით სამომავლოდ ”ჯიპები” ჩანაცვლდება.
როგორც ცნობილია, ავტომობილები სახელმწიფომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თბილისში ჩასატარებელი ღონისძიებისთვის შეიძინა და აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, თბილისი ამ ღონისძიებით ევროპის ბიზნესაქტიობის ცენტრი გახდება.
"მას შემდეგ, რაც ეს ავტომანქანები გამოთავისუფლდებიან ამ ღონისძიებიდან, ისინი გადანაწილდება და "ჯიპების" მაგივრად იქნება ის მანქანები, რომლებიც შეძენილია. ეს ღონისძიება არის უდიდესი მნიშვნელობის, ვინაიდან თბილისი იქნება ბიზნესაქტივობის ცენტრი ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ. ერთი რამეც მინდა გითხრათ, ანალოგიური ტიპის მანქანები, რომ გვექირავებინა და დაზღვევა გაგვეკეთებინა, დაახლოებით 40-45% ჯდებოდა ღირებულების, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, ეს გამართლებული ხარჯი იყო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.