სხვა სამინისტროების მსგავსად ფინანსთა სამინისტროშიც შემცირდება საწვავისა და მივლინების ხარჯები. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ის ხარჯი, რომელიც არ არის ინფრასტრუქტურული იქნება შემცირებული.
”ძალიან ბევრი ნაბიჯია, რომელიც გადასადგმელია. ვიდრე მთავრობას წარვუდგენდი ჩვენს მოსაზრებებს თუ როგორ შევზღუდოთ მიმდინარე ხარჯები, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უკვე მიღებულია ის გადაწყვეტილება, რომ შემცირდება საწვავის ხარჯები, შემცირდება მივლინებები, შემცირდება ავეჯისა და რემონტის ხარჯი”, _ აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ნოდარ ხადური ამბობს, რომ თუ რა მოცულობით იქნება შემცირებული ბიუჯეტი, ამაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ”ყველაფერს დავითვლით და მოგახსენებთ”- აცხადებს ნოდარ ხადური.