ანალიტიკურმა კომპანია SuperData Research-მა დაითვალა თუ რა შემოსავალი მიიღო 2014 წელს Wargaming-მა ონლაინ თამაში - World of Tanks-იდან. როგორც გაირკვა, ბელორუსულმა კომპანიამ World of Tanks-დან 500 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. გამოცემა RBK წერს, რომ ამ შემოსავლებით Wargaming-ი დსთ-ს სივრცეში სიდიდით მესამე ინტერნეტ კომპანია გახდა და ჩამორჩება მხოლოდ Yandex-სა და Mail.ru-ს.