თებერვალში 2014 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (11,1 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (4,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5,2 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,60 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,2 პროცენტი).ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-6,1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (10,6 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა7,8პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,94 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-12,9 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (10,1 პროცენტი).