რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიერ მორელს ტელეფონით ესაუბრა. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ამიერკავკასიაში არსებულ მდგომარეობას და სიტუაციას ყირგიზეთში.
"შეხვედრისას აღინიშნა პოლიტიკური პროცესის სასწრაფო სტაბილიზაციის აუცილებლობა", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.