,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს და ურჩევს არ გახდეს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახიფათო და ბინძური თამაშის ნაწილი.
,, გული მწყდება იმის გამო, რომ ბატონი აბაშიძე რომელთანაც არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა, დიდი ხანია ვიცნობ ადამიანური ურთიერთობები მაქვს, ის იქცა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტად ჩვენი ნატოში ინტეგრაციის შეფერხების. Mმე ვურჩევდი მას, რომ არ შეიტანოს ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ის როლი რაც ბატონ ივანიშვილს უნდა და დატოვოს თანამდებობა და არ გახდეს სახიფათო და ბინძური თამაშის ნაწილი”, -აცხადებს ალასანია.