საგაზაფხულო სესიის საკითხები და პრემიერ-მინისტრის ევროპაში ვიზიტის შედეგები განიხილეს დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას კოალიციის ლიდერები დაესწრნენ.