2-5 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ქ. ჟენევას, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. ამასთან, მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინაში და იქნ შექმნილ ვითარებას.