თურქეთი ბოსფორის ქვეშ ახალ გვირაბს ააშენებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმედ დავითოღლუ ბოსფორის ქვეშ მერე გვირაბის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რომელიც სტამბულის ევროპულ და აზიურ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის სახელწოდებაც უკვე შერჩეულია: ”სტამბულის დიდი გვირაბი”("Büyük İstanbul Tüneli").
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გვირაბით გადაადგილებას შეძლებს როგორც სარკინიგზო ტრანსპორტი ასევე ავტომობილები.
პროექტის ღირებულება 3,5 მლრდ დოლარია და მისი მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.
როგორც ცნობილია, 2013 წელს სარკინიგზო გვირაბის ”მარმარის” მშენებლობა დასრულდა, რომელიც სტამბულის ევროპულ და აზიურ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს.