iOS და Android-ი სმარტფონების ბაზრის 96%-ს აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ Windows Phone-სა და BlackBerry-ს საკუთარი საოპერაციო სისტემები აქვს , ისინი კონკურენციასაც კი ვერ უწევენ ორ გიგანტს Apple-სა და Google-ს. უცხოური მედია წერს, რომ Apple-სა და Google-ის პოზიციები ბაზარზე იმდენად მყარია, რომ სხვა წვრილი მოთამაშეები მათთან კონკურენციაშიც კი ვერ შედიან.
კომპანია IDC-ის ანალიტიკოსების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დღეისათვის iOS-სა და Android-ს ბაზრის 96%-ი უკავიათ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ iOS-თან შედარებით სეგმენტის უფრო მეტ პროცენტს ფლობს Android-ი. საუბარია იმაზე, Android-ის საოპერაციო სისტემა ბაზრის 76,6%-ის მფლობელია.