26 თებერვალს, პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისმა “მენეჯმენტის სკოლის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა.
მადრიდიდან მოწვეულმა სპეციალურმა სტუმარმა ოსკარ პუენტესმა საჯარო ლექცია წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას, თემაზე ” ლიდერობა და სწავლება (Leadership and Coaching) უკეთესი მმართველობისათვის” და დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე მათ საკუთარი შეხედულებები გაუზიარა. ერთ საათიან ინტერაქტიულ შეხვედრას დაახლოებით 100 მსმენელი ესწრებოდა და თითოეული მონაწილე მაქსიმალურად იყო ჩართული.
ოსკარ პუენტესი გახლავთ “IE Business School”-ის ბიზნეს ფაკულტეტის კურსდამთავრებული, GSOM-ის დეკანი, “EuroCoaching”-ის აღმასრულებელი დირექტორი, მადრიდის უნივერსიტეტის ” “UIBS”-ის პროფესორი.
მას წამყვანი პოზიციები ეკავა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მულტინაციონალურ ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო ფირმებში (BBVA, Shell, Telefonica, ORG, OIC Consulting, the UN.). 15 წელზე მეტ ხანს სხვადასხვა ქვეყნის ხალხსა და ორგანიზაციებს ეხმარებოდა მათი პოტენციალის ათვისებაში, მყარი და ღირებული ორგანიზაციული სისტემის შექმნაში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკრედიტ ბანკი დიდი სიამოვნებით შეუერთდა “მენეჯმენტის სკოლის” ამ ინიციატივას.
შეხვედრას, მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებთან და მოწვეულ პირებთან ერთად, პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. საინტერესო და პროდუქტიული დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.