27 თებერვალს, Adjara Group Hospitality-ი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ბანკი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც EBRD–ისა და საქართველოს ბანკის მიერ საქართველოში, InterContinental Hotels Group (IHG)-ის წამყვანი ბრენდის, ხუთ ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო InterContinental -ის პროექტის დაფინანსებაზე ისაუბრებენ. პრესკონფერენცია სასტუმრფო Rooms Hotel-ში (თბილისი, კოსტავას ქ. 14 (შესასვლელი ჭოველიძის ქუჩის მხრიდან) 18 საათზე გაიმართება.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან: EBRD-ის დირექტორი კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა, Adjara Group Hospitality-ის გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში სულხან გვალია და ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი განვითარების მიმართულებით რუსეთში, დსთ-სა და ჩრდილოეთ ევროპაში, InterContinental Hotels Group -ი არონ ლიბინსონი.