ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოდან გაემგზავრა. მონიტორინგის კომიტეტის წევრის რანგში ეს მათიას იორშის ბოლო ვიზიტი იყო საქართველოში. კომიტეტის წევრები მომავალ კვირას მოსკოვში ჩავლენ და ამის შემდეგ მოამზადებენ ანგარიშს საქართველოში ომის შემდეგ არსებულ ვითარებაზე.
მათი თქმით, დოკუმენტში სრულყოფილად ვერ მოხვდება სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთა პოზიცია, ვინაიდან ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილებით დელეგაციამ ვერ მოახერხა რეგიონში შესვლა და მათთან გასაუბრება. რაც შეეხება აფხაზეთს _ ანგარიშში შედის სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელებთან ბოლო შეხვედრის დეტალები.
"ჩვენ ჩამოვედით საქართველოში რომ მოგვემზადებინა ანგარიში ომის შედეგებზე. აქ ყველამ ისიც, რომ ომი საშინელებაა. ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია ცხინვალის რეგიონიდან გაქცევა და მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან შეძლო ამ ხალხის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხეთ ცხინვალის რეგიონში შესვლა, თუმცა ვიყავით სოხუმში, სადაც მოვუსმინეთ იქაურ ლიდერებს. მომავალ კვირას მოსკოვში მივდივართ, რის შემდეგაც შევძლებთ სრულად ანგარიშის მომზადებას. საქართველოში ეს ჩემი ბოლო ვიზიტია ამ რანგში. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი თვალით მენახა რა ხდებოდა აქ. ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა ად არაჩვეულებრივი ხალხია", _ განაცხადა მათიას იორშმა.