მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში Apple-ის გაყიდვების მაჩვენებელი Samsung-ს ჩამოუვარდება, როგორც ჩანს პრემიუმ სეგმენტში ”ჩაკბეჩილი ვაშლი” აბსოლიტური ლიდერია.
Counterpoint-ის მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით ირკვევა, რომ ”ვაშლის” იმპერიას მეოთხე თაობის ტელეფონების სეგმენტში ბაზრის 35 %-ი უკავია. ამავე სეგმენტში Samsung-ი ბაზრის მხოლოდ 19 %-სდ აკონტროლებს.
4G ტელეფონების ბაზრის ანალიზისას გაირკვა, რომ მესამე პოზიციაზე ჩინური კომპანია Huawei-ა, ბაზრის 7 %-იანი წილით. Lenovo კი მხოლოდ ბაზრის 5%-ს იკავებს, კორეული LG კი - 4%.
ანალიტიკოსები LTE ბაზარზე Apple-ის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან, რადგანაც 2015 წლის მეორე ნახევარში ბაზარზე ერთდროულად: iPhone 6-ის, iPhone 6 Plus-ის, iPad Air 2-ისა და iPad Mini 3-ის გამოსვლაა დაგეგმილი.
ექსპერტები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ასევე Huaweiსაც, რადგანაც კომპანია უკვე 5G ქსელის განვითარებაზე მუშაობს. 5G ქსელის განვითარება მსოფლიოში სავარაუდოდ 2020 წლისთვის დაიწყება.