ლონდონში ტაქსის გამოძახება უკვე სმარტ-საათითაც შესაძლებელია. უცხოური პრესა სიახლის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უკვე სასიცოცხლოდ კაცობრიობისთვის, ადამიანებს დიდ დახმარებას უწევენ, თუნდაც უცხო ქვეყანაში.
ამიერიდან ლონდონში ჩასულ ტურისტს შესაძლებლობა ექნება ტაქსი მისთვის სასურველ ადგილზე სმარტ-საათის მეშვეობით გამოიძახოს.
მსოფლიოში პოპულარული მობილური პროგრამა
"GetTaxi" უკვე სმარტ-საათების მფლობელთათვისაც უკვე ხელმისაწვდომია. საკმარისია მხოლოდ ბრძანების ღილაკზე ხელის დაჭერა და ტაქსი ზუსტად იმ ადგილზე მოვა, საიდანაც შეკვეთა გაკეთდა.