თბილისში, ქავთარაძის #16-ში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. საპატრულო პოლიციაში შეტყობინება ქურდობის შესახებ დილის 8 საათზე შევიდა. ძარცვა მაღაზიაში გვიან ღამით მოხდა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა არის წაღებული მაღაზიიდან. ადგილზე ამჟამად კრიმინალ-ექსპერტები მუშაობენ.
სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.