ივნისში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროების დედაქალაქში, ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნება. უცხოური მედია წერს, რომ ივნისიდან აბუ-დაბიში ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ წყალქვეშა საფარი მოინახულონ.
საფარის მონახულების ტური მთლიანობაში 4 საათს გასტანს. პროგრამის მიხედვით, კუნძულ იას ორი წერტილის მონახულებას შესთავაზებენ. ტური გიდის დახმარებით წარიმართება და წყალქვეშ ყოფნისას გიდი ტურისტებს მიუთითებს იმ ადგილებისკენ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ და ასევე მოუთხრობს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ტური მოიცავს ასევე ხმელეთზე ექსკურსიასაც, რომლის დროსაც ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ წყლის სხვადასხვა ბინადარსაც. ტური მოიცავს მოტორიანი ნავით გასეირნებასაც.
იმისათვის, რომ ტურისტმა აღნიშნულ ტურში მიიღოს მონაწილეობა მისთვის დაივინგის სერთიფიკატი საჭირო არ არის, მთავარია მსურველმა იცოდეს ცურვა და შეძლოს წყლის ქვეშ საჭირო ატრიბუტიკის ტარება და მორგება. ტური 2 დან 7-მდე ტურისტს მოიცავს და მისი ღირებულება 300 დირჰამი, ანუ დაახლოებით 80 დოლარია.