ბათუმის საკრებულომ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დაადგინა. საკრებულოს ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ზონაში 1კვ/მ მიწის ღირებულება 405 ლარით განისაზღრა, შუალედურ ზონაში კი 108 ლარით, ხოლო პერიფერიულ ზონაში - 61.2 ლარით.