ბათუმის ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა და ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 17 მლნ 754,1 ათასი ლარით გაიზარდა და 131 მლნ 396,4 ათასი ლარი შეადგინა. როგორც საკრებულოში განმარტავენ, ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტი, მის კორექტირებამდე 113,642.3 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, საიდანაც 60,465.0 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე იყო გადანაწილებული.