საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების” წევრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს საფრთხე ექმნება. ასე შეაფასა ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის დახმარებით პირდაპირი დიალოგის დაწყების თაობაზე.
„არანაკლებ საგანგაშო იყო, ჩემი აზრით, განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო მზად არის ახალ ფორმატებზე იმსჯელოს რუსეთის ფედერაციის დახმარებით და რომ დაიწყოს ცხინვალთან და სოხუმთან რაღაც ახალ ფორმატებზე საუბარი, დიალოგი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ პროექტებთან მიმართებით. ეს არის ზუსტად იმ რუსული გეგმის გაგრძელება, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი ჟენევაში. ხომ არ კარგავს აზრს მეორე სამუშაო ჯგუფი ჟენევაში, სადაც ზუსტად ეს საკითხები იხილება,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.