სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 37-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ,,Sajam Fair” -ზე ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩასულ დელეგაციას ორგანიზატორებმა აფხაზური სიმბოლიკა ჩამოართვეს.
ამის მიზეზი ქართული მხარის მიერ გამოთქმული პროტესტი გახდა.
,,ქართული, პოლონური და ფრანგული დელეგაციის წარმომადგენეთა მიერ გამოთქმული პრეტენზიების საფუძველზე მასპინძლებმა აფხაზური სტენდიდან სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს.” - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გენადი გაგულიამ, რომელიც სერბეთში აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, მიუხედავად მრავალი წინააღობისა, რომელიც ,,არაკეთილმსოურნეებმა” შეუქმნეს, აფხაზურმა დელეგაციამ გამოფენაზე თავისი ,,ქვეყანის” წარმოჩენა მაინც შეძლო.
37-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,Sajam Fair”-ი ბელგრადში 19 თებერვალს გაიხსნა.
მასში 50 ქვეყნის დელეგაციამ და ტურისტულმა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა.