მთავარია მომავალში რას იზამს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა, ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსტავი-2-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
ალასანია, ბიძინა ივანიშვილს დე-ფაქტო პრემიერს უწოდებს და ურჩევს მას ილაპარაკოს მომავალსა და პრობლემების გადაწყვეტაზე.
ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაცია გაიამხანაგა, რომელიც გადავიდა უმრავლესობაში.
"საზოგადოება ივანიშვილს მაინც არ არიდებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე, საზოგადოებას არ აინტერესებს წარსული, მთავარია რას იზამს მისი პოლიტიკური ძალა,"-აცხადებს ალასანია.