საქართველოსთვის დოლარიზაცია ტრადიციული პრობლემაა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევრობანკის უფროსმა ბანკირმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დეპოზიტების მთლიან მოცულობაში დოლარიზაციის პროცენტი 70-72 პროცენტია. მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტებში კი, აღნიშნული მაჩვებელი გაცილებით მაღალია.
კოვზანაძის განმარტებით, დოლარიზაციის ზრდას ხელი განსაკუთრებით შეუწყო 2008 წლის ნომებერში კურსის მკვერთმა რყევამ, როდესაც დოლარი ლართან მიმართებაში სწრაფად გამყარდა.
"გამომდინარე აქედან, დღევანდელი ამოცანაა შენარჩუნებული იქნას რამდენადაც შესაძლებელია, გარკვეულ ფარგლებში ლარის კურსი და მოსახლეობაში სტაბილურობის განცდა იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ნდობა არამხოლოდ ბანკების, არამედ ლარის მიმართაც. ეს კი, შემდგომ ლარებში დეპოზიტების ზრდას გამოიწვევს. სხვა შემთხვევაში ლარში დაკრედიტების ზრდის რესურსი ძლიან მწირია. ეს არის ერთი წყარო, რითაც შესაძლებელია ლარში სესხების გაცემის გაზრდა~, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ამასთან, მისი თქმით, მეორე და მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან რესურსების მოზიდვაა, ამაში კი, ცენტრალური ბანკიც ჩაერთვება და კომერციულ ბანკებს რესურსს ლარში მისცემს. მსგავს შემთხვევაში, სავალუტო რისკი ნაკლები ექნება როგორც ბანკს, ასევე მსესხებელს.
ევრობანკის უფროსი ბანკირი მიიჩნევს, რომ სწორედ მსგავსი რამდენიმე კომპონენტის კომლექსურად არევა გამოიწვევს ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების ზრდას.