საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები იყო. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობასა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე.საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები იყო. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობასა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე.
მასალის გამოყენების პირობები