უკრაინაში ასობით ქართველი, პოლონელი, ლიტველი და ბელარუსი მოხალისე იბრძვის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა "პოლიტიკოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს და საერთაშორისო მოხალისეთა არმიის მომზადება და აღჭურვა უნდა უზრუნველყოს. მისივე თქმით, თუ უკრაინას დასავლეთი დაუყოვნებლივ დაეხმარება, რუსეთი უპირატესობას ერთი თვეში დაკარგავს.
"რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ის არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ყველაზე ეფექტური სანქცია კი პუტინის პირადი ქონებისა და ანგარიშების დაყადაღება იქნება,"-აცხადებს სააკაშვილი.