,,უაზრობაა ქარაგმებით ლაპარაკი. ის, ვინც თავს ესხმის უკრაინას, თავს ესხმის ევროპასაც, თავს ესხმის ჩვენს ფასეულობებს და მთელ საერთაშორისო სისტემას, რაც აქამდე არსებობდა." - განაცახადა ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულების 95 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება და მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახელობისთვის ასაფეთქებელი რაკეტების დაშენა სასტიკი დანაშაულია, რომლის ორგანიზატორები, მომხრეები და იარაღის მიმწოდებლები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.
,,ამ დანაშაულების სულისჩამდგმელები და შემსრულებლები დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან სანქციებს დაექვემდებარებიან. ისინიც, ვინც სამხედრო ტყვეებს დამაცირებლად ექცევა." - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აგრესიის არც გამართლება შეიძლება და არც - პატიება.
,,აგრესიას არ ეჩვევიან, როგორც სამწუხაროდ, უკვე შეეჩვივნენ კონფლიქტების გაყინვას დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში." - განაცხადა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.