მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გუშინდელი ვაჭრობის შედეგად შემცირდა.
სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.29 აშშ დოლარით შემცირდა და 84.48 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის ბირჟაზე კი, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასმა კი, ბარელზე 0.29 აშშ დოლარით დაიკლო და 84.05 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
ნავთობზე ფასის შემცირება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზის ფონზე მოხდა. სააგენტომ გუშინ 2010 წელს ნავთობის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადებითი პროგნოზი გამოაქვეყნა.