საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან „ფიგარო", რომლის ძირითად საწარმოო მიმართულებასაც სამშენებლო მასალების წარმოება წარმოადგენს. კომპანია ასევე სარგებლობს პროგრამის ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით.
კომპანიაზე „ფიგარო" 1 000 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო ქართუ ბანკმა, ხოლო საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას. ამასთანავე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან კომპანიას გადაეცა 3,2 ჰა მიწა ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში.
შპს „ფიგარო" მიღებული თანხით გეგმავს საწარმოო მეურნეობისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის აშენებას. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, მათ შორის სამშენებლო ბლოკის მოსაპირკეთებელ ფილებს, მშრალი სამშენებლო მასალების ნარევებს. ასევე დაგეგმილია პოლუპროფილენის ყუთების წარმოება ციტრუსისა და სხვა ხილის შესანახად. ჯამური ინვესტიცია 1 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
შპს „ფიგარო"-ს საქმიანობის შედეგად დასაქმდება 20-მდე ადამიანი, ხოლო არაპირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა 50-ს აღწევს. საწარმო 2015 წლის აპრილში ამუშავდება და ხელს შეუწყობს სამეგერელოს რეგიონის შემდგომ განვითარებას. წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ქართულ ბაზარზე. სამომავლოდ დაგეგმილია წარმოების შემდგომი გაფართოება და ახალი საწარმოების შექმნა.
აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით
უზრუნველყოფის კომპონენტით უკვესარგებლობს 65 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 103, 400, 000 აშშ დოლარია.