ფინანსთა მინისტრი ნოდა ხადური იზიარებს პრემიერის მოსაზრებას, რომ წელს ძალიან დაძაბული წელი გვექნება.
"წელს ძალიან დაძაბული წელი გვექნება, თუმცა შემოსავლების სამსახური ყველაფერს აკეთებს და ყოველგვარი ზედმეტი ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გარეშე ბიუჯეტი სრულდება და შესრულდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ხადურის ინფორმაციით, იანვარში საგადასახადო შემოსულობების გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენს და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებულია 519 მილიონი ლარი.
"ანუ ორი დღის განმავლობაში გეგმის შესასრულებლად ჩვენ გვჭირდება 21 მილიონი ლარი. საშუალოდ დღეში 30 მილიონ ლარამდე გადასახადები შემოდის. თავისთავად ცხადია, რომ ეს აღემატება შარშანდელ მონაცემებსაც, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.