2014 წელს საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 4,7 %-ით გაიზარდა და 1,138 მლნ-ს მიაღწია, აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია (UNWTO) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ტურისტების მცირედ ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ზრდამ 7 %-ი შეადგინა. წყნარი ოკეანის რეგიონსა და აზიაში ტურისტების მაჩვენებელი მხოლოდ 5 %-ითაა გაზრდილი. საკმაოდ მოკრძალებული აღმოჩნდა ევროპის ტურიზმის მაჩვენებელი, საუბარია სულ 4 %-ზე. აფრიკის ქვეყნებში ზრდამ მხოლოდ - 2 %-ი შედგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ევროპა ტურისტებისათვის კიდევ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება. 2014 წელს ევროპას 588 მლნ ადამიანი სტუმრობდა.