თბილისში დაიწყო თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის ნურეტინ ჩანილიკის (Mr.Nurettin Canikli) ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი. საპატიო სტუმარს და თურქული დელეგაციის წევრებს აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
თურქეთის დელეგაციაში, საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის გარდა, არიან მინისტრის მოადგილე, ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარე, საბაჟოს გენერალური დირექტორი, თურქეთის საბაჟოს ატაშე ბათუმში და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრების პირისპირ შეხვედრა, აგრეთვე საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის დათვალიერება. თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრი თურქეთის საელჩოში შეხვედრას გამართავს თურქ ბიზნესმენებთან.
მხარეები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.