აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტების შეფასების ჯგუფი მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს ესტუმრა. ჯგუფის წევრებთან ერთად, პანსიონატში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამერიკელმა და ქართველმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს სარემონტო სამუშაოები, რომელიც ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პირობების გასაუმჯობესებლად განახორციელა. პროექტების შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა ბერნერმა ყურადღება თავდაცვის სფეროში ქართულ მხარესთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მასალის გამოყენების პირობები