2014 წლის ბოლოსათვის დედამიწის 7,2 მლრდ მცხოვრებიდან ინტერნეტით 3,01 მლრდ სარგებლობდა (შეღწევადობა - 42%), აღნიშნულია კომპანია We Are Social-ის ანგარიშში. ერთი წლის წინ კი აღნიშნული მაჩვენებელი 500 მლნ-ით ნაკლები იყო და შეღწევადობა 35 %-ს შეადგენდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მობილურით 3,65 მლრდ მომხმარებელი სარგებლობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის 51 %-ს მობილური ტელეფონი აქვს. სწორედ მობილური ქსელების განვითარებით, ინტერნეტზე წვდომა 2016 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.
ექსპერტების გათვლებით სოციალურ ქსელებს 2,078 მლრდ აქტიური მომხმარებელი ყავთ, ანუ დედამიწის მაცხოვრებლების 29 %-ი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურ ქსელებში 1,685 მლრდ ადამიანი აქტიური ძირითადად მობილური ქსელებიდან და მოწყობილობებიდან არის.